ავსტრიული მუსიკალური პროექტი Soap&Skin თბილისს ეწვევა

2 მარტს, 20 საათზე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში ახალი პროექტის „მუზამე“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ფარგლებში თბილისს ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი Soap&Skin-ი ეწვევა.
Soap&Skin-ის პერფორმანსისას განსაკუთრებული ეფექტი მის მოულოდნელ, ექსპრომტზე დაფუძნებულ ცოცხალ შესრულებას და სასცენო მოძრაობებს აქვს, რაც მის შემოქმედებას უნიკალურად აქცევს. “მუზამე” ექსპერიმენტალური პროექტია, რომელიც ყოველ ჯერზე ითანამშრომლებს ორიგინალური იდეების მქონე უცხოელ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები