კახა კალაძე სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფება.
მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს, მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად. მინისტერიალი გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა კომპანია “სოკარის” პრეზიდენტი, როვნაგ აბდუალევი.
ორმხირივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრთან. მინისტერიალი ერთდღიანია და ვიცე-პრემიერი/ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში 29 თებერვალს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები