ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო: ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია
ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ,სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკურიგადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი – თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნისსუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.