გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობა და ეკონომიკური – ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ესპანეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, ესპანეთი მუშაობს საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანელ სტუმარს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები