„კოალიცია ერთიანი შემადგენლობით ემზადება არჩევნებისთვის და რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, უსიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ კოალიციის ორი სუბიექტი ერთმანეთთან საჯარო სივრცეში დებატობდა, თუმცა“კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, უთანხმოება დღეს უკვე დასრულებულია და კოალიცია და ერთიანი ძალებით არჩევნებისთვის ემზადება.
„უსიამოვნო პროცესები იყო ორ სუბიექტს შორის. მათ არასასიამოვნო დებატები ჰქონდათ საჯარო სივრცეში. ჩვენ 5 სუბიექტი ვართ კოალიციაში, შესაბამისად, 5 სუბიექტი მსოფლმხედველობით თუ პოლიტიკური გემოვნებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ საჯაროდ ასეთი დებატები სასარგებლო არ არის კოალიციისთვის.
დღეს „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებული უთანხმოება დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ განსხვავებული აზრებისთვის, კრიტიკულები ვართ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარი თავის მიმართაც. კოალიცია თავისი ერთიანი შემადგენლობით ემზადება არჩევნებისთვის და აქ რაიმე მოულოდნელობას და სიურპრიზებს არ ველოდებით“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები