გიორგი აბაშიშვილი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს, დუაით ნაისტრომს და მის მოადგილეს, ქეიჯი მურის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სრულად დაკომპლექტების აუცილებლობას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებზე, როგორც ეროვნულ ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილ კობა გვენეტაძეზე, ასევე უზენაესს სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ ანა დოლიძეზე. გიორგი აბაშიშვილმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებიც განიხილა.