“დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ყველაზე ხმამაღლა ის ისაუბრებს, ვისაც თითი თითზე არ დაუდია“

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ რამე კარგად ვერ გააკეთა?! – პირველ რიგში, კომისიის ხელმძღვანელს დავით უსუფაშვილს, – ამის შესახებ კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თავად უსუფაშვილმა განაცხადა.
“წმინდა პროფესიული თვალსაზრისითაც, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ვარ და თუ ქვეყანაში რამე სწორად ვერ მიდის, ე.ი ყველაფერში დამნაშავე მთავრობაა. რა თქმა უნდა, კომისიის ხელმძღვანელი ვარ და ე.ი რა ვერ მოვახერხე ქვორუმის შეკრება?! დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველაზე ხმამაღლა ის ისაუბრებს, ვისაც თითი თითზე არ დაუდია და იტყვის, “კომისიამ ცუდად იმუშავა”. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო შემაჯამებელი სხდომა კვორუმის არ არსებობის პირობებში იმართება.
პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული კომისიის 60-კაციანი შემადგენლობიდან სხდომას მხოლოდ 17 წევრი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები