გია ჟორჟოლიანი: „რა გაწუხებთ“ ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეფორმის ეფექტურ გაგრძელებას

სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალ ალიანსის“ ერთობლივი პროექტია.
სოციოლოგიური გამოკითხვით მიღებულ შედეგებს ჯანდაცვის შემდგომ რეფორმებში გაითვალისწინებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა აღნიშნულ სოციალურ ინიციატივას. მან დადებითად შეაფასა ხელისუფლების მზაობა, მოუსმინოს ხალხს:
„ზოგადად ყველა ტიპის შესწავლა და ანალიზი კარგია. კონკრეტულად ეს გამოკითხვა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის იმ რეფორმის ეფექტიან გაგრძელებას, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ და ფუნდამენტური საკითხები შევცვალეთ.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები ჯერ არ შეჯამებულა, ეს პროექტი ახლა მიმდინარეობს, ამიტომ ძნელია, იგი სრულად შეაფასო. მიუხედავად ამის, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ გამოკითხვის მიმართ,“-აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მარიანა ქევხიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები