„მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა”

„პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ “მრეწველებს”, არამედ “რესპუბლიკელებსაც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრემიერთან ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, “მრეწევლებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომლის თარიღზეც ჯერჯერობით პრემიერი ჩამოყალიბებული არ არის.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები