თეა წულუკიანი: შს მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავის კვალს მიაკვლიონ

„შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავის კვალს მიაკვლიონ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე კომენტარებისას განაცხადა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ალექსი პეტრიაშვილი და მასზე განხორციელებული თავდასხმის მოწმეები გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებენ.
“პირველ რიგში მინდა ბატონ ალექსის რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვიზიარებ იმ ტრავმას რაც მის ოჯახს მიადგა და ამ წუხილში მეც მათთან ვარ. რაც შეეხება სამართლებრივ კომპონენტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ძალიან აქტიურად მიდის და შს მინისტრი, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მიაკვლიონ დამნაშავის კვალს.
იმედს გამოვთქვამ, რომ არა მხოლოდ დაზარალებული, არამედ მასთან ერთად სასფლაოზე მყოფი პირები, სხვა მოწმეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოძიებასთან ითანამშრომლონ. გამოძიებას, როგორც დაზარალებულის დახმარება და თანამშრომლობა, ასევე მოწმეების დახმარება და თანამშრომლბა აუცილებლად სჭირდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები