თინა ხიდაშელი: ყოველთვის ფული არ არის აუცილებელი, რომ სხვის შვილებს ბედნიერი დღე ვაჩუქოთ

„ყოველთვის ფული და შესაძლებლობა არ არის აუცილებელი იმისათვის რომ სხვის შვილებს ბედნიერი დღე ვაჩუქოთ“, – ამ შინაარსის პოსტს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული შესავალი მეგობრის სტატუსზე გააკეთა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა.
„რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია ადამიანს თუკი მოინდომებს.
ვიფიქროთ, ბევრი რამ გაგვახსენდება. ჩვენ ხომ ნიჭიერი ხალხი ვართ. ყოველთვის ფული და შესაძლებლობა არ არის აუცილებელი იმისათვის რომ სხვის შვილებს ბედნიერი დღე ვაჩუქოთ.
ერთმა კარგმა გოგომ დაწერა ეხლა. გვარებს და მაიდენტიფიცირებელს ვხსნი და ისე გთავაზობთ მის პოსტს:
“2012 წელს ავღანეთში დაიღუპა მათი მამა. ის x-ე ბატალუონში მსახურობდა. დღეს ჩემი უქმე დღე გადავწყვიტე მის შვილებთან, დავით და დიმიტრისთან ერთად გამეტარებინა. ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ის აზრი, რომ გმირებს უფალი ირჩევს.
არაჩვეულებრივი თავმდაბალი ვაჟკაცი ძმები, მიუხედავად პატარა ასაკისა სწორად აღიქვამენ ქვეყნის განვითარებისათვის მათი მამის წვლის. რა კარგი უქმე დღე მქონდა მათთან ერთად. უფალმა დაგლოცოთ ვაჟკაცებო“, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები