თეა წულუკიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიზნით ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიზნით ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლა დროა საბოლოო გადაწყვეტილება ბრიუსელმა მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე მივა.
“ბევრი წელია ვმუშაობთ, რომ ჩვენი რეფორმები ჩაითვალოს ევროპული სტანდარტის რეფორმად. ამაზე გასული წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მივიღეთ. მიმდინარეობს პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალურმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს პრაქტიკაში გაეხსნას საზღვრები და ჩვენი პასპორტის მქონე მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ.
იმედიანად ვართ განწყობილნი და რაც მთავარია, პროფესიულ კომპონენტში საკუთარ თავს არაფერს ვსაყვედურობთ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები