დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კომისიის მუშაობას არაეფექტურად აფასებს და აცხადებს, რომ კომისიის წევრთა მოტივაცია დაბალი იყო.
უსუფაშვილის განმარტებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესების მშვიდ ვითარებაში და სამუშაო ატმოსფეროში გადატანა, რაც კონსტიტუციურ საკითხებს სჭირდება.
“პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ხმათა 3/4 სჭირდება. კომისიის წევრთა მუშაობაში უარყოფითი წვლილი შეიტანა იმ ფაქტმა, რომ 3/4-ის ანუ 113 ხმის მოგროვების ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ კომისიის წევრთა მოტივაციაც დაბალი იყო. პრობლემა გახდა ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესების მშვიდ ვითარებაში და სამუშაო ატმოსფეროში გადატანა, რაც კონსტიტუციურ საკითხებს სჭირდება. კონსტიტუცია არ შეიძლება ერთ რომელიმე პარტიაზე იყოს მორგებული. ის ფართო კონსენსუსით მიღებული დოკუმენტი უნდა იყოს.
ასევე წინა საკონსტიტუციო კომისიებისგან განსხვავებით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თავი შეიკავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტის დადებისგან და სწორედაც მოიქცა. თუკი საკონსტიტუციო კომისიების მუშაობის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ თავიდან ან ბოლოს ხელისუფლებისთვის მისაღები ვარიანტი ჩნდებოდა, რომელსაც სხვადასხვა გზებით კომისია მხარს უჭერდა და შემდეგ პარლამენტში გადიოდა. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, არ გვინდოდა პარლამენტში ჩვენი ვერსიის გატანა”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ამასთან, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი საკონსტიტუციო წინადადება. აღნიშნულ წინადადებებზე გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა ყველა ვარიანტი პარლამენტს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები