რა საკითხებს განიხილავენ პრემიერთან შეხვედრაზე – გია ვოლსკის კომენტარი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრები პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, დღეს ფრაქციის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტარები პრემიერს რამდენიმე საკითხს წარუდგნენ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას.
“უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატები ასევე გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღევანდელ შეხვედრას შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დაესწროს. ვოლსკი განმარტავს, რომ ივანიშვილი პოლიტსაბჭოსა და ფრაქციის სხოდმას ორჯერ “ქართული ოცნების” თხოვნით დაესწრო, თუმცა დღეს ყოფილი პრემიერისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ და მისი დასწრება არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები