თინა ხიდაშელი: მთავარი ამოცანაა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იყოს ადვილად ოპერირებადი
საქართველოს ორი ოპერატიული სარდლობა ექნება დასავლეთის და აღმოსავლეთის, – აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის განცხადებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, რომ სარდლობის შიდა სტრუქტურები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს. თინა ხიდაშელს რეფორმის დასასრულებლად ერთი თვე აქვს.
“თვის ბოლომდე მაქვს ვადა და მთავარი ამოცანაა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იყოს ადვილად ოპერირებადი, არ არსებობდეს აბსოლუტური ცენტრალიზაცია და კონცენტრირება მოხდეს ყველანაირი რესურსის იმისათვის, რომ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს ერთი ნაწილი არ აღმოჩნდეს დაუცველი, როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ პრაქტიკულად შუაზე გაწყდა საქართველო. დიდი მადლობა ყველას ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ხიდაშელმა.