საქართველოს ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. ასევე გაიმართება ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II–სთან.
ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები