მიხეილ ჯანელიძე ზაარბრიუკენს ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ზაარბრიუკენს ეწვია, სადაც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ზაარბრიუკენის მერთან, შარლოტე ბრიცისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის არსებული 40-წლიანი მეგობრობა და ქალაქებს შორის განსაკუთრებული კავშირი, რაც ბევრ კულტურულ აქტივობასა და ღონისძიებაში გამოიხატა.
მინისტრმა ზაარბრიუკენის მერი საქართველოში მოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავთან დაკავშირებით ზაარბრიუკენი აქტიურად ჩაერთვება ცალკეულ ღონისძიებებში, როგორც ორი ქვეყნის, ორი ქალაქის გამორჩეული მეგობრობის სიმბოლო.