ეკა ბესელია: ყველას ინტერესშია, რომ საგარეჯოს არჩევნების შესახებ დაპირისპირება არ გაგრძელდეს
საჭირო, რომ გამოძიებამ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა საჯარო განცხადებებში, კითხვები ღიად არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იმ ინფორმაცისთან დაკავშირებით გნაცხადა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მისი თქით, ყველას ინტერესშია, რომ ამ თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს.
“მე ვერ გეტყვით, გამოძიების დაწყების მასალად რა იქნა მიჩნეული, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირებაა საჭირო, ანუ ის, რომ გამოძიებამ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა საჯარო განცხადებაში, ვფიქრობ, ეს ნათლად და მარტივად შეიძლება მოხდეს და ალბათ, კითხვები ღიად არ უნდა დარჩეს. ყველას ინტერესშია, რომ ამ თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველა საკითხი, მით უკეთესი იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა. გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საგარეჯოს ოლქში არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.