გიორგი კვირიკაშვილი: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს ჩართულობას

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობას, ასევე – ეუთოს მონაწილეობას ერგნეთში, ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები