დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონში გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილესთან საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ტრეისი ან ჯაკობსონთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. შხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.
დავით ზალკალიანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის დირექტორთან, ვიქტორია ტეილორთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის პოლიტიკას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები