გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა რენო სალენსს ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები