გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სხდომაზე ვერ მივა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.
პრეზიდენტის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭო ხვალ შეიკრიბება. სხდომაზე, უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურაზე იმსჯელებენ.
მომხსენებლები იქნებიან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება