ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები