თინა ხიდაშელი კანონმდებლობაში ცილისწამების მუხლის აღდგენის წინააღმდეგია
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული მუხლი არ უნდა აღდგეს.
“რა თქმა უნდა, ეს მუხლი არ უნდა აღდგეს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.