ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას მარტში წარადგენს

რადიო “თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტ რიკარდ ჯოზვიაკის განცხადებით, ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა და საქართველო ამ საკითხში განცალკევდება.
“მე მყავს რამდენიმე წყარო, რომელიც მიდასტურებს, რომ კომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოსთვის წინადადების წარსადგენად ემზადება. ჩემი ინფორმაციით, ეს მომავალ ან მის მომდევნო კვირას მოხდება, მარტის დასაწყისში. როგორც ჩანს, უკრაინა და საქართველო ამ საკითხში განცალკევდება”, – განაცხადა ჯოზვიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები