სოზარ სუბარი Amnesty International-ის ანგარიშზე: ყველა სასამართლო საქმე კონკრეტული ფაქტებითაა გამყარებული

„ყველა სასამართლო საქმე, ყველა გადაწყვეტილება არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული“, – აღნიშნული განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტარებისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, კონკრეტული ანგარიში წაკითხული არ აქვს, ამიტომაც მისი შეფასება უჭირს.
„რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ეს არის საქართველოში გამყარებული. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, – ტელევიზია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე. ის, რომ ყოფილი და დღევანდელი მფლობელები რაღაცას დაობენ სასამართლოში, ამაში ხელისუფლება არ ჩაერევა და ვერ ჩაერევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოსა და „რუსეთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც არის საუბარი.
„სამართლებრივი დავა ოპოზიციურ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები