გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩემთვის პატივია, გამოვხატო ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, კიდვ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების ერთიანი ძალისხმევით, ისტორიული კავშირი და ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების სასარგებლოდ. ვსარგებლობ რა შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები და ვუსურვო მეგობარ ესტონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები