თედო კობახიძე ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს

ეს არის არასერიოზული კაცის განცხადებები, – ასე პასუხობს საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ე.წ. კოკაინის საქმეში თედო კობახიძე ფიგურირებს.
თედო კობახიძე ადვოკატის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
“სიცრუეც არ არის, ეს კიდევ სხვა რაღაცაა, ეს არის არასერიოზული კაცის განცხადებები, რომელიც არ ვიცი, რას ემსახურება და ვისგან მოდის ეს დაკვეთები. რატომ დასჭირდა კობა კობახიძეს კობახიძეების გამოყენება და ვინ გამოიყენა კობახიძე კობახიძეების წინააღმდეგ, არ ვიცი. ალბათ ამ ოჯახსაც დიდად ვერ წაადგა, თუმცა რეკომენდაცია გავუწიე, რომ კობა კობახიძე მათი ადვოკატი ყოფილიყო. სამწუხაროდ, შევცდი. ეგეც არაფერია, ხდება და ეს ოჯახი ალბათ ამ შეცდომას როგორღაც გადააგორებს”, – განაცხადა თედო კობახიძემ.
ადვოკატმა კობა კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” ე.წ. კოკაინის საქმეზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების მითითებით, მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს, თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები