უჯარმასთან ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარის შედეგად დაშავდა რამდენიმე პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, რა დროსაც 
ერთმანეთს თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსები შეეჯახნენ.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილია 4 ადამიანი, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები