თბილისში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვეძისის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის გვერდით, დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა.
მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ხუთი სამაშველო და სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები