განათლების მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. ქართული დელეგაცია საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამაში „International Visitor Leadership Program (IVLP)“ მიიღებს მონაწილეობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია განათლების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. როგორც მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის საგანამათლებლო სფეროში ორმხრივ ურთიერთობას გააღრმავებს, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე კერძო ფონდების წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრა გაიმართება მილენიუმის კორპორაციაში, სენატში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID-ი