პოროშენკომ იაცენიუკს გადადგომისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრს, არსენ იაცენიუკს და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადაგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ტვიტერში პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა. მისი თქმით, პრემიერმა და გენპროკურორმა ეს ნაბიჯი ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხრიდან ნდობის აღსადგენად უნდა გადადგან. მანამდე გაზეთი „სევოდნია“ იუწყებოდა, რომ პოროშენკომ და იაცენიუკმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ამ ეტაპზე მთავრობის გადადგომა არ იგეგმება. ამის შესახებ გამოცემას „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრებმა აცნობეს.