ლეოპარდმა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ სკოლაში დაიჭირეს, გაქცევა მოახერხა
ლეოპარდმა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ სკოლაში დაიჭირეს და ბანგალორის ნაციონალური პარკის ვეტერინარულ ნაწილში გადაიყვანეს, გალიიდან გაქცევა მოახერხა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამშვიდებს, ვინაიდან ლეოპარდი ამჟამად პარკის შემოღობილ ტერიტორიაზე იმყოფება.
ლეოპარდი, სავარაუდოდ, გალიიდან იმ მომენტში გაიქცა, როდესაც ვეტერინარული ნაწილის თანამშრომლებმა საჭმელი მიუტანეს და გალიის კარები გახსნეს. გარეული ცხოველი ვეტერინარებს მას შემდეგ გადასცეს, რაც ის გასულ კვირას ბანგალორის ერთ-ერთ სკოლაში შევარდა და იქ მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, ინდოეთში ამჟამად 12-დან 14 ათას ლეოპარდამდე ბინადრობს.