ბათუმში 41 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

41 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უბედური შემთხვევა დღეს დილით ბათუმში მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები