ბათუმში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუბდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ჰიუნდაის” მარკის ჯიპი ჯერ “მერსედესის” მარკის ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის განცხადებით, ჯიპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადმინისტრაციული ჯარიმით, 1 000 ლარით დაჯარიმდა. ავტომობილი კი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები