მოსკოვში ბორის ნემცოვის დაღუპვის დღეს აქცია გაიმართება

მოსკოვის მერიაში ოპოზიციის ოფიციალური განაცხადი შევიდა, რომელიც 27 თებერვალს, ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის დაღუპვის დღეს რუსეთის დედაქალაქში აქციის გამართვას გეგმავს. სწორედ ამ დღეს ერთი წლის წინ ნემცოვი მოსკოვში მოკლეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ოპოზიციის მსვლელობა სლავიანსკის მოედანზე დაიწყება. შემდეგ აქციის მონაწილეები მოსკვორეცკის სანაპიროდან მოსკვორეცკის ხიდისკენ წავლენ, ამის შემდეგ კი კადაშევსკის სანაპიროზე გადავლენ.
ოპოზიციის გეგმების თაობაზე ინფორმაცია პარტია „პარნასის“ პრესმდივანმა ალა პოლიშუკმა გაავრცელა. აქციაში, სავარაუდოდ, 50 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „პარნასის“ ლიდერმა მიხეილ კასიანოვმა განაცხადა, აქციის მიზანია სახელმწიფო მოხელის ცინიკური მკვლელობის საქმისადმი რუსეთის ყველა მოქალაქის ყურადღების მიქცევა. კასიანოვის თქმით, პოლიტიკური რეპრესიის ამ აქტის მიმართ ყველამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. იანვრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბორის ნემცოვის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაკავებულები არიან მხოლოდ შემსრულებლები და არა მკვლელობის შემკვეთები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები