13 თებერვალი
11:00
სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვით, რეგიონების მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა გაუჩნდება.
13:00
“მემარცხენე ალიანსის” ოფისში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას სტუდენტური დასაქმების თაობაზე ახალი ინიციატივით მიმართავს. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642