საბერძნეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ვიდეო)

საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციელებმა ფერმერების აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ეს ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ფერმერებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეჭრა სცადეს.
პოლიციის ცნობით, კორდონის გარღვევას 800-მდე პირი შეეცადა. აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას და დაზღვევის სისტემის მოსალოდნელ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. რამდენიმე დღის წინ ამ რეფორმების წინააღმდეგ საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა გაიმართა. მასში ექიმები, ადვოკატები, ინჟინერები, ნოტარიუსები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეოდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ტაქსისტები და მეზღვაურები შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები