ჯორჯ კლუნმა და ანგელა მერკელმა სირიის კრიზისის საკითხები განიხილეს

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯორჯ კლუნმა და მისმა ცოლმა, ამალმა გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე ევროპაში ლტოლვილებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და სირიის კრიზისი განიხილეს.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, შეხვედრაშ, რომელიც 40 წუთს გრძელდებოდა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ მილიბენდიც მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია „საერთაშორისო გადარჩენის კომიტეტს“ ხელმძღვანლობს.
მილიბენდის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა სირიის კრიზისზე იმიტომ ისაუბრეს, რომ ეს არა მხოლოდ სირიელების, არამედ გლობალური პრობლემაა და რომ ამ საკითხის მოგვარებაში ყველა ქვეყანამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
კლუნი და მისი მეუღლე ბერლინში ლტოლვილების ბანაკის მონახულებასაც გეგმავენ.
ცნობისთვის, 2015 წელს გერმანიამ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ჯორჯ კლუნი გერმანიის დედაქალაქში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა. ფესტივალი წელს გაიხსნა კინოფილმით – „გაუმარჯოს კეისარს!“, რომელშიც კლუნი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები