სტამბოლში ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა

სტამბოლის ცენტრში ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Haberturk-ი ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი სტამბოლის ტაქსიმის რაიონში მოხდა. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ავარიული იყო და მისი მაცხოვრებლები წინასწარ გაასახლეს. ჩამონგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შენობის ნანგრევების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები