4 წლის ბავშვმა სირიაში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯა (ვიდეო)

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სირიის ქალაქ რაქაშია გადაღებული. მასზე ასახულია, თუ როგორ დასაჯა სიკვდილით 4 წლის ბავშვმა სამი ადამიანი.
ვიდეოზე ჩანს, როგორ აამოქმედა მცირეწლოვანმა ჯალათმა დისტანციური მართვის პულტით ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
აფეთქების მომენტში მანქანაში სამი მამაკაცი იმყოფებოდა.
როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სოციალურ ქსელებში დაწერეს, ბავშვის სახელია ისა დარე და ის დიდი ბრიტანეთიდან არის. მამამისი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, გასულ წელს სირიაში მოკლეს.
ვიდეორგოლში უფროსი ტერორისტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, დევის კემერონს მოკითხვას უთვლის და ამბობს, რომ ის „აპირებს ბრიტანელი ჯაშუშების დახოცვას ისევე, როგორც ის კლავს მის დებსა და ძმებს“.
სიკვდილმისჯილი მამაკაცი, რომელიც ავტომობილში იმყოფება, აცხადებს: „მოგმართავთ თქვენ, ვინც მე დამიქირავა. ჩაბარდით „ისლამურ სახელმწიფოს“, ცოდვები მოინანიეთ და წმინდა რელიგიას დაუბრუნდით. ვინც ისლამის საფუძვლებს არ დაუბრუნდება, სასჯელს იმსახურებს. ისინი ამ ცხოვრებისთვის დაკარგულები არიან“.
ვიდრე ტერორისტი-ბავშვი ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკს თითს მიაჭერს, ის ლოცვებს კითხულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები