რუსეთში 27 წლის მამაკაცმა ქალი მისი ძმის თვალწინ გააუპატიურა
რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მცხოვრები 27 წლის მამამაკაცი 26 წლის ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, ამ პირმა, ნაცნობთან ერთად, სპირტიანი სასმელი დალია. ამის შემდეგ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მან ნაცნობის და გააუპატიურა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ შეუშალა ხელი ძალადობის ფაქტს ქალის ძმამ.
პოლიციაში განცხადება ძალადობის მსხვერპლმა ახალგაზრდა ქალმა შეიტანა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ამჟამად ეჭვმიტანილის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდების და მისთვის ბრალის წაყენების საკითხი განიხილება.