ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებს საფრანგეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ
საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ტერორისტული საქმიანობისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით ფრანგი დეპუტატები გასული წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გამოვიდნენ, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.
მოქალაქეობის ჩამორთმევის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დარტყმის ქვეშ ავტომატურად აღმოჩნდებიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
ახალი ინიციატივის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ვერ ჩამოართმევენ. საფრანგეთში გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციები გაიმართა.