ჰასან რუჰანი – საქართველომ და ირანმა ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაააქტიურონ

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, თეირანმა და თბილისმა ორმხრივი ურთიერთობები უნდა გაააქტიურონ, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ამის შესახებ Press TV იტყობინება.
„საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობა შეიძლება გააქტიურდეს და ეს ორი ერის ინტერესში შედის“, – განაცხადა რუჰანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში. მისი თქმით, ირანსა და საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვთ.
რუჰანიმ აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ საკითხების გადაჭრას ხელს შეუწყობს. ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო ირანსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი გახდება, რაც მრავალმხრივ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. გიორგი კვირიკაშვილმა ჰასან რუჰანი თბილისში დაპატიჟა. ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაცია მალე თეირანში ჩავლენ. ამავე ინტერვიუში ჰასან რუჰანიმ ირანსა და ე.წ. ექვსეულს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას „საერთაშორისო მშვიდობის და დიპლომატიის გამარჯვება“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები