საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე: სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის მოჰსენ ქებრიაის განცხადებით, საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა.
“ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთა შორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას.
უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოსა და ირანს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პოტენციალი აქვთ”, – განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები