ბათუმში მშენებარე კომპლექსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, უბედური შემთხვევა მოხდა.  “პორტ ბათუმი თაუერის” მშენებარე კომპლექსიდან შუახნის მამაკაცი გადმოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულების დროს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები