ბაია გადაბაძე „მაესტროს“ წილების გადანაწილების სქემის გასაჯაროებას გეგმავს
“მაესტროს” გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე ტელეკომპანიის წილების გადანაწილების სქემის გასაჯაროებას გეგმავს. გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა მხარის ადვოკატი საქმის კურსშია ჩაყენებული.
„იურისტებმა მითხრეს, რომ რასაც მე ვიტყვი, ამას აქვს სამართლებრივი კვალიფიკაცია, ამიტომ, ბუნებრივია, ყველა მხარის ადვოკატი საქმის კურსში ჩავაყენე. ეს იქნება დოკუმენტაცია, მეორე იქნება მიმოწერა, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რომ ეს არ არის ქველმოქმედებაში დახარჯული ფული”,- განაცხადა ბაია გადაბაძემ.