სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები