ჩოლოქის წყალსაცავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, ჩოლოქის წყალსაცავში 37 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ხუთი დღის წინ სანადიროდ წავიდა და დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობა, მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჩოლოქზე ატარებდა, რა დროსაც წყალსაცავში ცხედარი შენიშნეს.
მომხადრი “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები