უბედური შემთხვევა ბათუმში – 23 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში დენის დარტყმის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი ინტერნეტპროვაიდერის თანამშრომელი იყო.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ელექტრობოძზე ინტერნეტის სადენს ამაგრებდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი მაღალი ძაბვის სადენს მიედო და დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები